www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ენ ჯი თი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

"NGT ჯგუფი" ეძებს გაყიდვების სპეციალისტს. შენ მოხვდები ეჯაილ გუნდში და მონაწილეობას მიიღებ ახალი პროდუქტის გაყიდვაში, რომელმაც საქართველოში უნდა გაამარტივოს და დააჩქაროს ბიზნეს პროცესები, ხელი შეუწყოს კომპანიებში ხარჯების ოპტიმიზაციას.

ვეძებთ ენერგიულ, გულწრფელ, გაყიდვების მიმართულებით მოტივირებულ, გამოწვევებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც სურს საკუთარი გამოცდილების რეალიზება.

რას გააკეთებ?

** ჩვენი პროდუქტის დეტალური შესწავლა;
** მიმდინარე პროცესების ანალიზი, ბიზნეს გამოწვევების დანახვა და მათი ათვისება;
** საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები;
** გაყიდვების გეგმის განსაზღრა და მისი რეალიზება;
** გუნდის სხვა წევრების მხარდაჭერა, შენი გამოცდილების მათთან გაზიარება.

სასურველი კვალიფიკაცია:

** გაყიდვების სფეროში არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
** ტექნოლოგიების მიმართ მეგობრული;
** გამორჩეულად კარგი პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გაყიდვების პროცესის წარმართვა, შეხვედრების ინიცირება და შედეგების რეპორტინგი;
** CRM პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ტექნოლოგიური პროდუქტის გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** კონტაქტები საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებში;

რას გთავაზობთ?

კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუსებს, იმუშავებ ერთ-ერთ ყველაზ წარმატებულ აიტი კომპანიაში გამოცდილი ადამიანების გვერდით.

რეზიუმის გამოსაგზავნად ეწვიეთ https://my.hirehive.io/ngt/jobs/76269/?fbclid=IwAR2sXQWZgr_7LGHidOgDVRxEzT68zNWNpsJERjzRGmIYJ-Q0GbCdM1ZldYo



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |