www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გადამზიდავი
მომწოდებელი: A Logistics Company
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

"A Logistics Company" გახლავთ წამყვანი ლოგისტიკური კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. კომპანიის კლიენტების პორტფოლიოს წარმოადგენს ქართულ და უცხოურ ბაზარზე არსებული წარმატებული კომპანიები ("შარმ ტრეიდინგი", "კერხერი", "ორი ნაბიჯი", "სუფთა სახლი" და ა.შ)

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.alc.ge

"A Logistics Company" აცხადებს გადამზიდავის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების მომარაგება შეკვეთების შესაბამისად კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარე
** ორგანიზებული
** მართვის მოწმობა BC კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა)

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@ware-house.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "გადამზიდავი".

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |