www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ბათუმსა და ქუთაისში.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის პროდუქტის გაყიდვა;
** ინტერნეტ სივრცეში განცხადების განთავსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (მე-4 კურსის სტუდენტი);
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |