"პრემიუმ მოტორს ჯორჯია" - ავტომობილების შეკეთების სერვის-ცენტრი, აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების მიღება, მათი ავტომობილების ჩაბარება, მათთან კომუნიკაცია და შეკეთებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
** სერვისის ბოქსების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სერვისის კუთვნილებაში არსებული ავტო-პარკის მუდმივი მონიტორინგი და მოვლა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტომობილის ტექნიკური აგებულების ცოდნა;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტონაწილების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მართვის შესაძლებლობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@pmotors.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.