www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებლებთან დისტანციურად ურთიერთობის ოპერატორი
მომწოდებელი: ინექსფონი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

სატელეკომუნიკაციო კომპანია "inexPHONE" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან დისტანციურად ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატორის (რეზერვი) პოზიციაზე.

"ინექსფონი" ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, დღეისათვის "ინექსფონის" გუნდი თავის მომხმარებლებს სთავაზობს: სატელეფონო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც საოფისე ატეესის მოწყობას, ასევე - აბონენტებისთვის მობილური აპლიკაციის გაწერას, ქსელის ადმინისტრირებას, Smart ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და ყოველთვიურ IT მომსახურებას.

კომპანია "inexPhone-ის" ერთ-ერთ მიმართულებას, იურიდიული პირებისთვის მათი საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. რაც გულისხმობს, დამკვეთის ყველა საკომუნიკაციო საშუალების (ცხელი ხაზი, ელექტრონული ფოსტა, სოციალური მედია და ა.შ) ე.წ. Outsource მომსახურებაზე გატანასა და კომპანია "inexPhone-ის" მხრიდან მათ ხარისხიან მხარდაჭერას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯიას პირველი პავილიონი
ანაზღაურება: დღიური

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცხელი ხაზზე შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება; საკითხის იდენტიფიცირება და მომხმარებლისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა;
** კომპანიის ონლაინ საკომუნიკაციო არხების საშუალებით მომხარებლებთან კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში, საკითხის შესაბამისად, მიღებული ზარის კონკრეტულ დეპარტამენტთან გადამისამართება;
** კომპანიის შიდა საკომუნიკაციო პლატფორმებში პრობლემური საკითხების დაფიქსირება;
** მომხმარებლებთან დროული უკუკავშირი;
** საჭიროების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი;
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სასურველია: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** ტრენინგი, ხანგრძლივობა 2 კვირა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"inexPHONE" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |