www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: სასტუმრო ამბასადორი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

სასტუმროთა ქსელი "ამბასადორი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში არსებულ სასტუმროებში დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
** უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
** მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება,
** მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე;
** სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს;
** სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და დეპარტამენტის წესებსა და რეგულაციებს;
** ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;
** საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან.

საჭირო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@ambassadori.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |