www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდის მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: MOT2
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

საკურიერო კომპანია MOT2 აცხადებს ვაკანსიას ბრენდის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #14
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით ბრენდის სტრატეგიის ჩამოყალიბება
** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა და განვითარება
** საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება
** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვა, მართვა და განხორციელება
** მარკეტინგის მიმართულებით ბიუჯეტირების, აქტივობების მომზადება-განხორციელება, რეპორტი და მონიტორინგში მონაწილეობა
** კომპანიის შიდა და გარე ვიზუალური სტანდარტის განვითარება და მისი მუდმივი კონტროლი
** კომპანიის ხელმძღვანელობასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება, რეპორტინგი
** მომხმარებლების კმაყოფილების ანალიზი
** კომპანიის საჭიროებისამებრ პრომო მასალებით უზრუნველყოფა
** კომპანიის იმიჯის/სარეკლამო მედიის შექმნაში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: 2-3 წლამდე
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობისა და სოციალური კამპანიების დაგეგმვისა და მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** პრეზენტაციის, მოლაპარაკებისა და დაგეგმვის კარგი უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრეატიულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** შედეგზე ორიენტირებული, კარგად ორგანიზებული, ახალი "FRESH" იდეების გენერატორი
** პრობლემების გადაჭრის კარგი უნარები

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
** განვითარების შესაძლებლობას
** სრულ განაკვეთზე სამუშაოს

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: mot2career@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

MOT2 გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |