www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 22 აპრილი

აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი , 10:00-9:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 56ა.
ხელფასი: 1500 ლარი ხელზე ასაღები.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ყოველკვირეული, თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება;
** ფინანსური თვის, კვარტალისა და წლის სისტემურ დახურვაში მონაწილეობა;
** ძირითადი საშუალებების კონტროლი;
** საბრუნავი კაპიტალის მართვა და კონტროლი;
** სისტემაში ბუღალტრული ჩანაწერების სისწორისა და სისრულის კონტროლი;
** გარკვეული დეპარტამენტების ბიუჯეტის მომზადება და დანახარჯთა კონტროლი;
** პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება;
** ფინანსური ანგარიშგების, შიდა საბუღალტრო დოკუმენტაციის და გადარიცხვების შესაბამისობის უზრუნველყოფა გარე და შიდა ნორმატიულ აქტებთან;
** სარევიზიო მაკონტროლებელ ორგანოებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობა, მათთვის მოთხოვნილი ინფორმაციისა და ფინანსური დოკუმენტაციის მიწოდება/დამზადება;
** ფინანსური მდგომარეობის შესახებ აღმასრულებელ დირექტორთან ანგარიშგებას და რისკების მინიმიზაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** სასურველია მსგავს სფეროში გამოცდილება (2-3 წელი);
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე რუსულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@sushi24.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატი დასაქმდება გამოსაცდელი ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |