ექსკლუზიური და გამორჩეული ხარისხის კარების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია "გაბილდი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** უცხოელ პარტნიორებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია;
** პროგრამა "ბალანსში" მუშაობა;
** სალაროს შემოსავალ-გასავლის მონიტორინგი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი და მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** ორგანიზაციის/გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია Balance-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საქმიანი მიმოწერისათვის;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@gabuild.ge