www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: რესტორანი Scout Garden
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

რესტორანი "სკაუტ გარდენი" ულამაზესი სივრცეა რუსთავში, სადაც მოსულ სტუმარს სასიამოვნო გარემო, უგემრიელესი კერძები და კეთილგანწყობილი პერსონალი ელოდება. ამ ყველაფერთან ერთად 2021-ში ჩვენი სივრცე უმასპინძლებს ბევრ საინტერესო, შემეცნებით, კულტურულ თუ გასართობ ღონისძიებას.

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ, მოტივირებულ პერსონალს, რომელიც ახალი ენერგიით შემოგვიერთდება.

ვაკანსია: მიმტანი

აუცილებელი მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სალაროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ვაკანსია: ბარმენი/მიმტანი

აუცილებელი მოთხოვნები:

** ბარში მუშაობის გამოცდილება (კალკულაციებით მუშაობა / მარაგების კონტროლი)
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სალაროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ვაკანსია: დიასახლისი

აუცილებელი მოთხოვნა: რესტორნის შიდა და გარე სივრცეების იდეალური სისუფთავე (კოვიდ რეგულაციების წესების დაცვით)

ვაკანსია: მცხობელი

აუცილებელი მოთხოვნა: უნდა იყოთ ცომის ოსტატი (ქართული სამზარეულოს სხვა კერძებთან მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)

ვაკანსია: მზარეული

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამზარეულოში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
** ქართულ-ევროპული სამზარეულოს ცოდნა
** ცომთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სამზარეულოს ჰიგიენური სტანდარტების ცოდნა და დაცვა
** მარაგების კონტროლი / კალკულაციებით მუშაობა

თქვენ დაგხვდებათ კეთილგანწყობილი, მოტივირებული გუნდი და სამუშაოს შესასრულებლად ყველა საჭირო ინვენტარი.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი - შეთანხმებით
** ანაზღაურება - შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: scoutgardenge@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე +995558106323



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |