www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიგ ჩოისი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

უსაფრთხოების სისტემების კომპანია "Big Choice" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
** გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** ახალი ბაზრების ათვისება; ახალი პარტნიორებისა და კლიენტების ძიება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დამაჯერებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; ყოველი მეორე შაბათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 400 ლარი + მზარდი ბონუსი შესრულებული გეგმების მიხედვით (საშუალო ხელფასი 900 ლარი)

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე info@bigchoice.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |