www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსი - გლობალური გამოწვევების პოლიტიკური ეკონომია
მომწოდებელი: Platforma.ge
გამოქვეყნდა: 23 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

Platforma.ge, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით, გიწვევთ ახალ ონლაინ კურსზე "გლობალური გამოწვევების პოლიტიკური ეკონომია: კაპიტალი, შრომა და სახელმწიფო".

კურსის მიზანი გლობალური პოლიტიკის პრობლემების წარმოჩენა, მათი ისტორიული და თეორიული საფუძვლების გაანალიზებაა როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოს კონტექსტშიც.

გლობალური გამოწვევების პოლიტიკური ეკონომია - რეგისტრაცია ონლაინ კურსზე

კურსის თემები სამი მთავარი თემატიკის ირგვლივ ერთიანდება - კაპიტალი, შრომა და სახელმწიფო.

კურსის პირველი ნაწილი გლობალური კაპიტალიზმის ისტორიულ საფუძვლებს მიმოიხილავს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან დღემდე, და ისეთ საკითხებს აერთიანებს როგორიცაა:

ბრეტონ ვუდსის სისტემა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერება, ფინანსური კაპიტალის აღზევება და ფინანსიალიზაცია, გლობალური მონეტარული სისტემა, ცენტრალური ბანკების ნეოლიბერალიზიცა, ვალუტების იერარქია, დოლარის ჰეგემონია, ვალის პოლიტიკური ეკონომია ფინანსური კრიზისები.
მეორე ნაწილი გლობალური წარმოებასა და შრომასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს:საერთაშორისო ვაჭრობა და გლობალური ღირებულებების ჯაჭვი, ტრანსნაციონალური საწარმოები, შრომის ექსპლუატაცია და გლობალური წარმოების ეკოლოგიური ზღვრები.

კურსის მესამე ნაწილი სახელმწიფოს დომინანტურ ფორმებს მიმოიხილავს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ნეოლიბერალური სახელმწიფოს ანალიზს ეთმობა. აქ არამარტო სახელმწიფოს როლი და ფუნქციებია ყურადღების ცენტრში, არამედ ისეთი საკითხებიც როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოება, სოციალური მოძრაობები და წინააღმდეგობების პოლიტიკები. ამასთან, კურსის თითოეული თემატიკა საქართველოსთან მიმართებაში იქნება განხილული, რათა სტუდენტებმა საქართველოს გამოწვევები გლობალურ პრობლემებთან კავშირში დაინახონ.

კურსის ლექტორები:

** ია ერაძე - ია ერაძე ფლობს მაგისტრის დიპლომს გლობალურ პოლიტიკურ ეკონომიაში კასელის (გერმანია) უნივერისტეტიდან. სხვადასხვა დროს სწავლობდა აშშ-ში მაუნთ ეარის სკოლაში და ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი). იამ მოიპოვა დოქტორის ხარისხი კასელის უნივერსიტეტში
** მათე გაბიცინაშვილი - მათე არის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის სფეროს მკვლევარი და გადაცემა - 42-ე პარალელის ანალიტიკური მიმომხილველი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

რეგისტრაცია და სხვა საკითხები:

** კურსზე რეგისტრაცია და მასში მონაწილეობა უფასოა. კურსი განხორციელდება დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
** კურსის ფორმატი მოიცავს თითოეულ შეხვედრაზე ერთ სალექციო საათს და ერთ სასემინარო საათს. ამავდროულად, კურსის განმავლობაში მონაწილეები შეძლებენ ინდივიდუალურ თემებზე მუშაობას და ჯგუფში პრეზენტაციას.
** გარდა სალექციო ნაწილისა, კურსის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია კვლევითი (მონაცემთა დამუშავება) და აკადემიური წერის უნარების გაძლიერება, რაც მოიცავს დამატებით სასემინარო სამუშაოებს. კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კვლევითი სტიპენდიების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, მენტორების დახმარებით, მოამზადებენ აკადემიურ სტატიებს კურსის თემატიკებთან მიმართებაში.

კურსზე რეგისტრაცია და მონაწილეთა შერჩევა მოხდება მხოლოდ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაზე დაფუძნებით.

კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://platforma.ge/?page_id=5270

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: platformage@gmail.com

ვებ-გვერდი: http://www.platforma.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |