www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელ-კომერციის მენეჯერი
მომწოდებელი: უნიკორნ ევროპა
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

შპს "უნიკორნ ევროპა" აცხადებს ვაკანსიას ელ-კომერციის მენეჯერის პოზიციაზე. პროექტის ძირითადი მიმართულებაა "მამაკაცების ჯანმრთელობა".

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: ფიქსირებული (1400 ლარი) + ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
** სოციალურ არხებში ორგანული პოსტებისა და რეკლამების მომზადება და გაშვება (copywriting), პოსტების გამოხმაურების ანალიზი და რეაგირება;
** კომპანიის კონტრაქტორ ედვერთაიზერთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის ვებ გვერდზე განთავსება და კონტროლი;
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად კომპანიის ვებ და სოციალური გვერდების მართვა და სხვადასხვა ინფორმაციის განთავსება;
** ბლოგერებთან, ინფლუენსერებთან და სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა. ასევე სხვადასხვა ჯგუფების ადმინებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** გრაფიკულ დიზაინერთან ერთად ვიზუალური კონცეფციის შექმნა და პროცესის კოორდინირება;
** კომპანიის ვებ გვერდზე ბლოგის წარმოება - ინგლისურად შერჩეული სტატიების თარგმნა (სათარჯიმნო ბიუროებთან თანამშრომლობა);
** ახალი პროდუქტების დანერგვაში (sourcing) მონაწილეობა.
** ელ.კომერციის მენეჯერს ასევე ევალება დამხმარე კადრის კონტროლი, რომლის ძირითადი მოვალეობებია: სატელეფონო ზარების პასუხი; Facebook: კომენტარების და მესიჯების პასუხი; ვებ ჩატში პასუხები; შეკვეთის მიღება, საკურიერო კომპანიაზე გადაცემა, შეფუთვა, კურიერზე გადაცემა; მარკეტინგის მენეჯერზე სხვადასხვა ამოცანებში დახმარება; პროდუქციის ვებ გვერდზე გათნავსება და კონტროლი; საქართველოს ბაზარზე მყოფი სხვადასხვა კონკურენტული კომპანიების საფასო პოლიტიკის და მარკეტინგული კამპანიების მონიტორინგი; კომუნიკაცია შესაფუთი მასალების მომწოდებლებთან; კომუნიკაცია პროდუქციის მომწოდებლებთან შესყიდვებზე; საკურიერო კომპანიის ჩარიცხვების კონტროლი 2 კვირაში ერთხელ; დომეინების და ჰოსტინგების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის განხრით;
** სასურველია გამოცდილება პროექტის მენეჯმენტის, ელ კომერციის, მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისურის ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** Google drive-ზე მუშაობის გამოცდილება;
** Facebook გვერდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** მოცემული დავალების სწორად გაანალიზებისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი
** დისტანციური მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: info@mens.ge და თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |