www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.

მოვალეობები:

** დაიცვას მომსახურების სტანდარტები, უსაფრთხოების ნორმები და კომპანიის შინაგანაწესი;
** გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
** ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
** შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
** შეადგინოს რეალიზაციის პირველადი დოკუმენტები;
** გასცეს გაყიდული საქონელი;
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე);
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების (Eხცელ, ჭორდ) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |