www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Georgian Poultry Production
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

კომპანია "Georgian Poultry Production" 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

"Georgian Poultry Production" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაოს აღწერა:

** ტექნიკური სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის საკუთრებაში მყოფი უძრავი და მოძრავი ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
** საინჟინრო სისტემების (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, ელექტრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია) სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების ზედამხედველობა;
** ავარიული სიტუაციების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების გატარების ორგანიზება;
** სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, საფრთხეების კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების საკითხები
** ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სხვა ტექნიკური მიმართულების საკითხების შესრულება და უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** დროის მენეჯმენტი და გუნდის მართვის უნარი;
** საქმიანობის პრიორიტეტულობის მიხედვით დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** მაღალი კორპორატიული კულტურა;

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00. შაბათი საჭიროების შემთხვევაში;
** სამუშაო ადგილი - თბილისი, კასპი;
** ანაზღაურება: შეთანხმებით

დამატებითი ინფორმაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმებიის გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 აპრილი, 2021 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: b.mekhrishvili@igdevelopment.ge და ასევე გთხოვთ მეილის "Subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

კომპანია "Georgian Poultry Production" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |