www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: Unimed Group Corp.
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

შპს "უნიმედ გრუპ კორპ." აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

მოვალეობა და ამოცანები:

** ორგანიზაციის ფინანსების ადმინისტრირება და მართვა;
** ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, გადამუშავება, ანგარიშგების მომზადება და დირექტორთან წარდგენა;
** კომპანიის ბიუჯეტირება;
** დადგენილ ვადებში ფინანსური და საბანკო ოპერაციების შესრულება, დროული ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, ფინანსურ ორგანიზაციებთან, თანამშრომლებთან, ბიუჯეტთან და სხვა კონტრაქტორებთან ;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
** მოლაპარაკების წარმოება გარეშე აუდიტორებთან ყველა აუდიტორულ/ბუღალტრულ და ადგილობრივ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
** ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება ადგილობრივი საგადასახადო სამსახურისთვის;
** გარე აუდიტთან ურთიერთობა;
** კომპანიის ფინანსური საქმიანობის პროცედურების შექმნა და დანერგვა;
** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და მასზე დროული რეაგირება;
** კომპანიის ბუღალტრული განყოფილების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** სერთიფიკატი ფინანსურ/ბუღალტრულ აღრიცხვაში, სასურველია ACCA-ს;
** შესაბამის სფეროში მინ.5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების კარგად ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** დეტალებზე კონცენტრირება;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: info@unimedgroup.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |