www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: Bricks Hotel
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

სასტუმრო "ბრიქსი" ეძებს მოტივირებულ და აქტიურ პირებს ახალი გუნდის წევრად.

სასტუმრო "ბრიქსი" მდებარეობს ქალაქ თბილისში, ავლაბრის მოედანთან, ღვინის აღმართი #17-ში.
აქვს სხვადასხვა კატეგორიის 36 ოთახი და რესტორანი.

პოზიციის სახელწოდება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

განაკვეთი: ნახევარი

ძირითადი მოვალეობები:

** აქციის დაგეგმვა, შესრულება და რეპორტინგში მონაწილეობის მიღება;
** სასტუმროს ჯავშნების სტიმულირება ციფრული არხების საშუალებით;
** სოც. ქსელების მართვა (Facebook, Instagram, TripAdviser);
** ვებგვერდის კონტროლი და სიახლეების განთავსება;
** სარეკლამო შინაარსის მქონე მასალის მომზადება და განთავსება შესაბამის არხებში;
** სხვადასხვა პრომო აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობა;
** ციფრული მარკეტინგის მიმდინარე ტრენდებში გარკვევა, ანალიზი და საჭიროების მიხედვით შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის შეთავაზება;
** ტურისტული ბაზრის ტენდენციების პერიოდული მოკვლევა და ანალიზი;

ძირითადი მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ენები: ქართული, ინგლისური;
** არაბული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უპირატესობა მიენიჭება სასტუმროში მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: hr@brickstbilisi.com და მეილის სათაურში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |