www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო რესურსების აღრიცხვის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 18 აპრილი

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის შემოსავლების, ხარჯების, ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების აღრიცხვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია- მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
** კომპანიის თანამშრომელთა (როგორც ცენტრალური აპარატის, ასევე ტერიტორიული ერთეულების) ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებების დოკუმენტაციის კონტროლი, მათი პროგრამულად ასახვა საბუღალტრო ანგარიშების ნაშთის კონტროლი და გადასარიცხად დოკუმენტაციის მომზადება;
** მივლინებებთან დაკავშირებული საბუღალტრო გატარებების საბუღალტრო პროგრამაში (FMG SOFT) ასახვა;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი;
** პროგრამა FMG SOFT-ში საბანკო ანგარიშების ნაშთების კონტროლი;
** პროგრამა FMG SOFT-ში ბუღალტრული გატარების შესრულება;
** ახალი აბონენტების წყალმომარაგების ქსელზე დაერთების დოკუმენტაციის დამუშავება, ა/ფაქტურების გამოწერა, პროგრამულად ასახვა;
** ახალი აბონენტების გამრიცხველიანების დოკუმენტაციის დამუშავება, ა/ფაქტურების გამოწერა, პროგრამულად ასახვა;
** სპეცტექნიკის გაქირავების აღრიცხვა ა/ფაქტურების გამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** ბილინგის სამსახურის მიერ გამოგზავნილი შემოსავლების დარიცხვების და კორექტირებების ასახვა პროგრამულად და მათი ცვლილებების კონტროლი (მოთხოვნის შესაბამისად ა/ფაქტურების გამოწერა);
** ყოველკვარტალურად აბონირებისა და ბილინგის სამსახურებთან შემოსავლების დარიცხვების და ფაქტიურად შემოსული თანხების მონაცემების შედარება (დოკუმენტურად გაფორმება.)
** კომპანიის მიერ დაქირავებული ფართის იჯარების ხელშეკრულებების პროგრამულად ასახვა და გადასარიცხად მომზადება;
** ხარჯების (კომუნალურები, ფართის იჯარები, სატელეკომუნიკაციო და სხვა) დოკუმენტაციის კონტროლი, პროგრამულად ასახვა და გადასარიცხად მომზადება;
** ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
** კომპანიაში მიღებული თანამშრომლებისათვის სახელფასო ანგარიშების გახსნის მოთხოვნის მომზადება ბანკში გადასაგზავნად.
** ყოველთვიური ანგარიშის გაგზავნა რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტისთვის სერვის ცენტრების საქმიანობის შეფასების ინდიკატორისთვის (KPI) შემოსავლების შესახებ;
** დოკუმენტბრუნვის პროგრამაში კორესპონდენციის კონტროლი და პასუხის გაცემა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ფინანსისტის/ეკონომისტის სპეციალობით;
** სასურველია ბუღალტრულ სფეროში მუშაობის 3 წლის სტაჟი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** აუცილებელია "საქართველოს საგადასახადო კოდექსის" ცოდნა.
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

1 - გასაუბრება;
2 - ტესტირება.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 18 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |