წინანდალი სასტუმრო "რადისონ ქოლექშენ" აცხადებს M&E აღმასრულებლის პოზიციაზე.
ადგილი: წინანდალი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დამკვეთთან მოლაპარაკებების წარმართვა, მათი ზუსტი მოთხოვნების გასარკვევად
** დეტალური შეთავაზების მომზადება ღონისძიებების შესახებ (ვადების, ადგილების, მომწოდებლების, პერსონალისა და ბიუჯეტების ჩათვლით);
** ღონისძიებისთვის საჭირო ყველა საკითხის მოგვარება (მაგალითად: ადგილმდებარეობა, კვება, ტრანსპორტირება და ა.შ.);
** გააკონტროლოს წინა-საღონისძიებო ქმედებები და მოახდინოს საქმის დელეგირება;
** დამკვეთის მოთხოვნების მართვა და ღონისძიების დღეს პრობლემების მოგვარება, რათა უზრუნველყოს ღონისძიების წარმატებით დასრულება ბიუჯეტის შესაბამისად;
** პერსონალთან შეხვედრების დაგეგმვა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ფუნქცია-მოვალეობების დელეგირება;
** ა/მანქანის პარკირების, მოძრაობის კონტროლის, უსაფრთხოების, პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვა პირობების უზრუნველყოფა;
** გააკონტროლოს ღონისძიების დეკორაციების/ნაგებობების დემონტაჟის მსვლელობა და ტერიტორიის მოწესრიგება/დალაგება;
** ღონისძიების შემდგომ ანგარიშგების წარმოება;
** ME პერსონალის დატრენინგება რათა სწორად წარმართოს სამუშაო პროცესი
მოთხოვნები:
** გამოცდილება ღონისძიებების დაგეგმვის და ორგანიზების მიმართულებით;
** პოზიტიური მიდგომა, კარგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** ორგანიზაციული უნარები და დეტალებისადმი ყურადღება;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარები;
** დროის მენეჯმენტის უნარ-ჩვევები და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი, ღონისძიების ეფექტურად წარმართვის უზრუნველსაყოფად;
** პრობლემების გადაჭრის უნარები და დიპლომატია;
** ბიუჯეტის მართვის უნარი;
** Outlook, Opera Systems და Microsoft საოფისე პროგრამები ძირითადი ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** განთავსებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** ტრანსპორტირებას;
** კვებას.
განმცხადებლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პოზიციით და რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნონ CV Radisson Collection hr.tsinandali@radissoncollection.com მისამართზე და აღნიშნონ პოზიციის დასახელება.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 25 აპრილი, 2021 წ.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.