კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** სალარო-აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სასაქონლო ზედნადებების შექმნა;
** რეალიზებული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** დღის დახურვის სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა
** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი (ზრდის პერსპექტივით)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე; 09:00-დან 18:00 საათამდე
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე(CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com
შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.