შპს. "უნიმედ გრუპ კორპ." აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** ხელშეკრულებების გაფორმება;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირებისა თუ სამართლის მიმართულებით;
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; (გთხოვთ ენების სრულყოფილად არ ცოდნის შემთხვევაში ნუ გამოგვეხმაურებით)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ასაკობრივი ზღვარი: 23 დან 35 წლამდე
საჭირო პიროვნული უნარები:
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** მათემატიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@unimedgroup.ge და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!