გოფრირებული მუყაოს ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია საქართველოში, "ფაბრიკა 1900", აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
ვაკანტური პოზიციის შესახებ:
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული: 800-1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)
ბონუსი (ინდივიდუალური საბონუსე სისტემის შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები:
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
** შეკვეთების მიღება-დამუშავება;
** ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის მომსახურების და პროდუქციის გაცნობა;
** სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის მიმართულებით;
** ვაკანტური პოზიციის შესაბამისი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** ინგლისურ და რუსულ ენებზე თავისუფლად მეტყველებისა და წერის უნარები.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
** ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;
** შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდი (1-დან 3 თვემდე);
კომპანიის ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** ტრანსპორტირება;
** კვება;
თუ გსურთ შემოუერთდეთ პროფესიონალ, მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, 2021 წლის 23 აპრილის ჩათვლით მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე - hr@fabrica1900.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ "ფაბრიკა 1900"-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება "ფაბრიკა 1900"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!