www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰაბმშენი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 25 აპრილი

"ჰაბმშენი" აცხადებს პროექტების მენეჯერის ვაკანსიას.

კომპანიის შესახებ:

"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ბათუმში, ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 3 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. "ჰაბმშენის" შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.hubmsheni.com

პროექტების მენეჯერის სამუშაოს აღწერა:

** დირექტორთან და დამფუძნებელთან ერთად პროექტის დაგეგმვა და შემდგომ მართვა
** პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება
** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე
** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება
** ბრიგადებთან კომუნიკაცია და მათი მართვა
** საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობაზე მისულ კლიენტებთან კომუნიკაცია და დირექტორის ჩართვა პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში
** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან
** კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება
** ობიექტებზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება.

მოთხოვნები:

** განათლება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით.
** გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში და აქვს ArchiCAD-თან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო უნარები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი
** Microsoft Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** სამშენებლო სამუშაოების და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ენები: რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** სხვა მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების ლოკაციაზე).
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი).
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე.

გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@hubmsheni.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |