სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ს, "Sadia"-ას და ასევე, საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა B, C კატეგორია.
** განათლება: საშუალო/უმაღლესი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.