www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 26 აპრილი

სასტუმროების ქსელი "სტადიუმ ჰოტელი - თბილისი" (Stadium Hotel - Tbilisi), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ, წარმოადგენს ერთერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს, სთავაზობს სტუმრებს 4300-ზე მეტ საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმრო "იბისი წითელი", ქ. თბილისში, ახალი სასტუმროსათვის ეძებს ტალანტებს ბუღალტრის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის ანგარიშის გახსნის და დახურვის პროცედურების მართვა.
** გადახდების ყოველდღიური კონტროლი
** დებიტორების კონტროლი
** სალარო ოპერაციების კონტროლი
** რეპორტინგი ფინანსურ მენეჯერთან
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით
** ბუღალტრად ან სალაროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** ექსელის კარგად ცოდნა
** სასტუმრო პროგრამებში (ოპერა/Opera / მაიკროსი/Micros) და ბუღალტრულ პროგრამებში (1С, ბალანსი) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული
** კარგი მათემატიკური და ანალიტიკური უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდური მოთამაშე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე HA1L2@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |