www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა ნაძალადევი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"მწვანე სკოლა ნაძალადევი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შექმნა/შემოწმება/ბუღალტრული გატარება/დაარქივება;
** დებიტორების ბალანსის ყოველდღიური კონტროლი და შემოსული თანხების განსაკუთრებული სიზუსტით ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** კრედიტორებთან შედარების აქტების წარმოება (პერიოდულად);
** საანგარიშო თვის დადგენილ ვადებში დახურვა და მენეჯმენტისთვის მიწოდება;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისთვის საჭირო პირველადი დოკუმენტების მოძიება და ასახვა;
** დასაბეგრი ოპერაციების განსაზღვრა და საგადასახადო კუთხით კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კონტროლი
** ყოველთვიური დეკლარაციების წარმოება
** საბუღალტრო საქმესთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის მიმართულებით ან ACCA-ის შესაბამისი კურსები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა:
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** MS პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი, რათა დავალებული სამუშაო დედლაინის ფარგლებში შესრულდეს;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

რა მოლოდინები უნდა გქონდეთ:

"მწვანე სკოლა", როგორც იცით, საინვესტიციო კომპანია "ჯიკაპის" შვილობილია. შესაბამისად, განვითარების ტემპი საკმაოდ სწრაფია და მოკლე დროში დიდი გამოცდილების დაგროვებას შეძლებთ. იმუშავებთ ძალიან მეგობრულ, მიზანდასახულ და გამოცდილ გუნდთან ერთად, ვისგანაც შეძლებთ ბევრი ისწავლოთ და განვითარდეთ.

ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანისთვის მთავარი მოთხოვნა არის მაქსიმალური სიზუსტით მუშაობა და სამუშაოს ისე დაგეგმვა, რომ დედლაინის ფარგლებში მოესწროს შესაბამისი დავალებები.
კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის სამ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების მიხედვით;
** გასაუბრება;
** ტესტირება.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ხელფასი: შეთანხმებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr.greenschool@outlook.com და ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30/04/2021.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |