მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" გამოირჩევა აქტიური, პოზიტიურად განწყობილი, მეგობრული გუნდით, კარგი სახელფასო პოლიტიკით კონკურენტულ ბაზარზე.
ჩვენი მეგობრული გუნდი გელის შენც, შემოგვიერთდი კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში.
** კუთვნილ სექციაში პროდუქციის მარაგების შევსებაზე ზრუნვა.
** პროდუქციის გასათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.
ჩვენს კონსულტანტებს არ მოეთხოვება:
** დარბაზში სისუფთავის დაცვა.
** საწყობიდან ტვირთის გამოტანა.
** სალარო ოპერაციების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ასაკი: 18-დან 45 წლის ჩათვლით
** გამოცდილება: არ მოეთხოვება
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი 08:00-16:00 და 16:00-24:00 (ასევე შესაძლოა მოხდეს სამუშაო 8 საათიანი გრაფიკის ინდივიდუალური შეთანხმება ობიექტის მიხედვით)
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე ურთიერთშეთანხმებით.
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ბმულზე: http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 აპრილისა. არ დაგავიწყდეთ: სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!