www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ამერიკული სკოლა-კოლეჯი პროგრესი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / განცხადების ვადა: 26 აპრილი

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი სასწავლებელია საქართველოში, რომელიც ამერიკული სტანდარტების განათლებას ნერგავს. მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ჩენი მთავარი მისიაა!

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთადერთი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომლის პირველი კამპუსი დაფუძნდა 2002 წელს ქ. ქუთაისში, შემდგომ კი - ბათუმსა და თბილისში.

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/ProgressTbilisi |http://www.schoolprogress.ge

1. სოციალური მედიის მენეჯერი

თანამდებობის ზოგადი დანიშნულება:

** მარკეტინგული კომუნიკაციები და ბრენდინგ კომუნიკაციების დაგეგმვა.
** სოციალური მედიის მიმართულებით, სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა კომპანიის იმიჯის ფორმირების და გაყიდვების სტიმულირების მიზნით.
** ანგარიშგების ფორმები: ანგარიშვალდებულია რეგიონალური ციფრული და სოციალური მედია მენეჯერის, მარკეტინგის ხელმძღვანელის და დირექტორის წინაშე.

სახელმძღვანელო დოკუმენტაცია:

** მარკეტინგის გეგმა და ბიუჯეტი;
** მიმდინარე აქტივობები;
** ინტეგრირებული საკომუნიკაციო გეგმა;
** Brand Book;
** კომპანიის შინაგანაწესი;
** შიდა ბრძანებები;
** კომპანიის მოქმედი სხვა დებულებები;
** წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქცია;

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და შესრულება;
** სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram, linkdin, youtube) და მისი სტაბილურობის შენარჩუნება;
** მიზნობრივი აუდიტორიის დაინტერესება, მოზიდვა და შენარჩუნება;
** ფოტო/ვიდეო, აუდიო, ბეჭდური მასალის ორგანიზება და სოციალურ მედიაში განთავსება;
** კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან გარე და შიდა კომუნიკაცია;
** კომპანიის ინტერესების შესაბამისი კონტენტის შექმნა; ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და სოციალურ სივრცეში მისი პერმანენტული განთავსება (როგორც ფოტო/ვიდეო, ასევე ბეჭდური ვერსიით);
** ზრუნვა კომპანიის ცნობადობის გაზრდაზე და პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებაზე;
** სოციალური მედიის საშუალებით კომპანიის ციკლის სრული კოორდინაცია;
** სოციალური მედიის კონტენტის რეკლამირება;
** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** განათლება ციფრული და სოციალური მარკეტინგის განხრით;
** ads manager-ის ცოდნა
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის მიღება-დამუშავების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** Adobe Photoshop-ის ცოდნა;
** ქართული, რუსული, ინგლისური ენების ცოდნა.

2. დაწყებითის მასწავლებელი - 2 ვაკანსია

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
** სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით;

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

შერჩეული კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

3. გეოგრაფიის მასწავლებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** ინგლისურ ენაზე სწავლების მცოდნე
** მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
** სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით;

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

შერჩეული კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

4. ესპანური ენის მასწავლებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით;

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

შერჩეული კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

5. დაწყებითი კლასის ინგლისური ენის მასწავლებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
** სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით;

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

შერჩეული კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელ.მისამართზე: americanschoolprogress@gmail.com და სათაურის ველში" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |