www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

ვაკანსია რეალტორის პოზიციაზე.

თუ ხარ მიზანდასახული, კარიერულ განვითარებასა და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული ახალგაზრდა და გსურს დაეუფლო ახალ პროფესიას, მაშინ იმოქმედე - გახდი წარმატებული რეალტორი!

მოვალეობები:

** ქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებული უძრავი ქონების პორტფოლიოს შექმნა/მონიტორინგი;
** მაღალბიუჯეტიან სეგმენტზე მუშაობა;
** უძრავი ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მაღალ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

ამასანავე პირველად ქართულ რეალობაში, ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება, რეალტორის პროფესიაში წარმატების მიღწევის გზები!

მასტერკლასებს ატარებენ ამ დარგის ექსპერტები, უფასო 2 კვირიანი ტრენინგის ფარგლებში, რომლის თეორიული ნაწილი და პრაქტიკული სავარჯიშოები მთლიანად ეფუძნება კომპანიის 18 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულ უნიკალურ მასალებს.

ყველა მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს კომპანიისგან, ხოლო კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტრენინგს, მიეცემათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში რეალტორის პოზიციაზე.

ფიქსირებული ანაზრაურება 800 ლარის ოდენობით (+ საკომისიო გაყიდვებიდან, რაც გაძლევთ ფიქსირებულ ხელფასზე 10-ჯერ მეტის გამომუშავების საშუალებას).

ტრენინგის თარიღია 1 აპრილი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 კვირა
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 31 მარტი.

დაინტერესედი? მაშინ გადადი ბმულზე და შეავსე მარტივი კითხვარი: https://www.realtor.ge/testireba/

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@realtor.ge ან ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.realtor.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |