www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

აგრო კომპანია "ბარაქა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

მდებარეობა: მერაბ ალექსიძის #13, ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია დიზაინის მიმართულებით);
** 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Corel Draw, Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Power Point, Excel, Outlook).
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ეტიკეტების დიზაინის შემუშავება/კორექტირება და საბეჭდად გამზადება;
** კატალოგების, ფლაერების, ბროშურების, ბანერების და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა და მომზადება დასაბეჭდად;
** ახალი პროდუქტების შეფუთვის კონცეფციის შემუშავება და შექმნა;
** გარე რეკლამის დიზაინის მომზადება;
** კომპანიის ვებგვერდისათვის სარეკლამო გვერდებისა და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შემუშავება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კრეატიულობა
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) და ნამუშევრების პორტფოლიო ელ.ფოსტაზე: Marketing@baraka.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |