ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობებზე (ასოცირებული პროფესორი - 8), (ასისტენტ-პროფესორი - 3), (ასისტენტი - 4);
მიმართულებები:
** გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მართვა (ასოცირებული პროფესორი -5, ასისტენტ-პროფესორი - 3, ასისტენტი -2);
** საჯარო მმართველობა (ასოცირებული პროფესორი -3, ასისტენტი -2);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორი:
** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი, წერილობითი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
ასისტენტ-პროფესორი:
** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი, წერილობითი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ასისტენტი
** დოქტორანტი შესაბამის დისციპლინაში;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
** ავტობიოგრაფია (CV)
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
საბუთების მიღება 2021 წლის 27 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით; კანდიდატებთან გასაუბრება - 5 მაისი.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@gipa.ge
საკონტაქტო ტელეფონი: 599 17 67 17