www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე - კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.რუსთავი, ორი ნაბიჯის მაღაზიები.

დასაქმების ტიპი:

სრული განაკვეთი - კვირაში 6 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი; ანაზღაურება: 400 - 450 ლარი + ბონუსი

ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება
** სალაროს ოპერაციების წარმოება
** პროდუქციის მიღება, განლაგება
** თაროების მოწესრიგება და სისუფთავეზე ზრუნვა

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** მზარდ სახელფასო ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით
** დამატებით საბონუსე ანაზღაურებას
** მაღაზიის დანაკლისები არ აისახება თანამშრომლის ანაზღაურებაზე
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** წამახალისებელ აქტივობებს
** შვებულების 24 დღეს
** ჩვენთან მუშაობა პირველივე დღიდან ანაზღაურდება

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:

შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/
გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 122 079

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |