www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის თარჯიმანი - კოორდინატორი
მომწოდებელი: ფაგოთერაპიის ცენტრი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის თარჯიმან-კოორდინატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოელ პაციენტებთან კომუნიკაცია;
** საჭიროებისამებრ უცხოელ პაციენტებთან ერთად კლინიკაში ვიზიტი და თარჯიმნის მოვალეობის შესრულება;
** სამედიცინო და კომერციული დოკუმენტაციის შედგენა/თარგმნა;
** უცხოელი პაციენტების კლინიკის შიდა კოორდინაციასთან დაკავშირებულ პროცესებში მხარდაჭერა;
** პაციენტთან ურთიერთობის მენეჯერის ასისტირება;

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 17:00 სთ. (სტუდენტებთან შეთანხმებით)
** ანაზღაურება: 625 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (საშემოსავლო და საპენსიო) ჩათვლით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (C1, C2)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft office).

უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სხარტი აზროვნების უნარი.

თუ თვლით, რომ აღნიშნული პოზიციისთვის ხართ შესაბამისი კანდიდატი, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@eptc.ge 2021 წლის 30 აპრილამდე და სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |