www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Full Stack დეველოპერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას Full Stack დეველოპერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5580
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

TBC ბანკის შვილობილი კომპანიისთვის (TBC Connect) ვეძებთ Full Stack JS დეველოპერს.

შენ მოხვდები ეჯაილ გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ:

** თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
** გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;
** გაქვს NodeJS, React JS, TypeScript ტექნოლოგიების ცოდნა, მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს რელაციურ ბაზებთან (SQL, MYSQL) მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს No-SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება: ElasticSearch && Redis , MongoDB, Amazon Dinamo DB
** გაქვს VCS ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება (GIT)
** იცნობ სხვადასხვა არქიტექტურულ პრინციპებს და მიდგომებს: Microservices Architecture, DDD, CQRS, TDD;
** იცნობ და იცავ უსაფრთხოების სტანდარტებს (OWASP software development principles)
** გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
** შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

რას გააკეთებ?

** ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
** შექმნი ამოცანის შესაბამის აპლიკაციებს და არსებულში ცვლილებას შეიტან;
** გააკეთებ აპლიკაციების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
** მონაწილეობას მიიღებ არქიტექტურის შემუშავებასა და არსებულის ცვლილებაში;
** მონაწილეობას მიიღებ Continuous integration და Continuous deployment პროცესის აწყობაში;
** მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპებისა და მიდგომების განვითარებაში.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 032 2 27 27 27 *1998.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/5580

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 12 აპრილი, 2021 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |