www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დემი შეფი
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" 2005 წელს დაარსდა და დღეისთვის აერთიანებს 6 სხვადასხვა კონცეფციასა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებულ პროექტს, როგორც თბილისში, ასევე კახეთის რეგიონშიც.

ჯგუფის მენეჯმენტში შემავალი სასტუმრო "ყვარლის ტბა" კახეთის შუაგულში მდებარეობს, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და დღეისთვის კომპლექსში შედის სასტუმრო "ყვარლის ტბა", "ყვარლის ბაღები" და რეკრეაციული ზონა - outdoor - სპორტის ელემენტებით. 2019 წლის აპრილიდან სასტუმროს დაემატა ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კომპლექსიც, რომელიც 120-მდე დამსვენებელს უმასპინძლებს."

სასტუმრო "ყვარლის ტბა" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის (საუზმე) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საჭირო პროდუქტის ხარისხისა და რაოდენობის გაკონტროლება;
** საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტების მიხედვით;
** კომპანიის მიერ დადგენილი ყველა სტანდარტისა და პროცედურის დაცვა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ჰიგიენური სტანდარტების მიხედვით;
** დანების, ბურღისა და სხვა ინსტრუმენტების მოხმარების პროცედურების დაცვა;
** სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;
** ახალ რეცეპტებზე მუშაობა.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება სამზარეულოს მიმართულებით;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინის დაცვა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად 20 აპრილამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge.
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |