"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს არასამედიცინო შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: პანდემიის პერიოდში განიხილება დისტანციური მუშაობა.
პოსტ-პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილმდებარეობა იქნება სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** არსებული მარაგების კონტროლი და ანალიზი;
** მონაცემების ანალიტიკა;
** ჩართულობა შესაბამისი კონტრაქტორი კომპანიების მოძიებაში;
** კონტრაქტორ კომპანიებთან ურთიერთობის დამყარება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება;
** შესაბამის შეკვეთებზე ინფორმაციის მიღება და შეკვეთის განხორციელება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პრიორიტეტულია Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/arasamedicino-shesyidvebis-specialisti/537
ევექსის ჰოსპიტლები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.