ლაბორატორია "მულტიტესტი" აცხადებს ვაკანსიას ნიადაგმცოდნე/აგროქიმიკოსი/აგრონომის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
1. ნიადაგის საველე გამოკვლევა:
** ნიადაგის რელიეფური შეფასება
** ნიადაგის შეფასება ჭრილების მიხედვით
** ლაბორატორიული ანალიზებისთვის დამახასიათებელი ნიმუშების აღება მეთოდიკის მიხედვით
2. გამოცდის ლაბორატორიული ოქმის ინტერპრეტაცია და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის და/ან სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ამაღლების მიზნით.
მთავარი მოთხოვნები:
** სპეციალობა: ნიადაგმცოდნე ან აგროქიმიკოსი ან აგრონომი
** კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
უპირატესობა მიენიჭებათ აღნიშნული პროფესიით სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსების სისტემა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@multitest.ge