www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამართლებრივი უზრუნველყოფის ოფიცერი
მომწოდებელი: მისო ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი უზრუნველყოფის ოფიცრის პოზიციაზე.

სს "მისო ევრო კრედიტი" არის ევროპული კაპიტალით დაფუძნებული ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ბაზარზე. რომელიც თავისი თანამშრომლებისათვის ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სასამართლო, საარბიტრაჟო და აღსრულების ეტაპზე არსებული ვადაგადაცილებული სესხების სამართლებრივი პროცედურების წარმოება;
** დავალიანების დაფარვის მიზნით ვადაგადაცილებაში მყოფ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება, სატელეფონო კომუნიკაცია და ვიზიტები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება იურიდიული განათლების მქონე კანდიდატებს);
** ვადაგადაცილებულ სესხებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა ( B კატეგორია);
** აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

დამატებითი უნარები:

** მოლაპარაკების წარმართვის მაღალი უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრინციპულობა;
** ორგანიზებულობა,
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@eurocredit.ge; გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციისა და ქალაქის დასახელება.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |