www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

შპს "სომ გრუფი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, კაფე "სხივი"-ს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

"სხივი" არის კაფე, სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ გაღვივებული, თერმულად დაუმუშავებელი, ცოცხალი პროდუქტებისგან დამზადებულ საავტორო კერძებს.

გრაფიკი: თავისუფალი.
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ, ფიქსირებული + ბონუსური სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/პრეზენტაცია;
** ახალი კორპორატიული მომხმარებლის მოზიდვა და მოლაპარაკების წარმოება;
** ბაზრის მონიტორინგი;
** არსებული მომხმარებლის შენარჩუნება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact.skhivi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი".

რეზიუმე (CV) გამოგზავნის ვადა: 30 აპრილი, 2021 წ.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 513 315.

მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დაცვით შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენს დასაქმებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |