კომპანია Innovators Group Georgia აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე, რომელიც დაეხმარება კომპანიას მაღალი ხარისხის ციფრული პროდუქტების შექმნაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:
** კომპანიის შიდა და გარე პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, განვითარება, დანერგვა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება და ხარისხის კონტროლი;
** პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი/მაგისტრატურა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფილით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში;
** დავალების ვადებში შესრულება;
** .NET პლატფორმასთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ASP.NET Core MVC, ASP. NET MVC, C#, და სხვ.);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL SERVER);
** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის სრული ციკლის ფუნდამენტური ცოდნა;
** აუცილებელია გამოცდილება ვებ დეველოპმენტში (JavaScript, jQuery, HTML, CSS, AJAX );
** ინგლისური ენის ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე.
უნარ-ჩვევები:
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიახლეებისა და ახალი გამოწვევების მიმღებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება;
** პრაქტიკული დავალება.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@innovators.ge საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება "პროგრამისტი".