www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: 1000 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე)
ბენეფიტები: დაზღვევა;
კატეგორია: საინფორმაციო ტექნოლოგიები; მხარდაჭერა;
მდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოშობილი ხარვეზების ლოკალური ან დისტანციური დიაგნოსტიკა და მათი აღმოფხვრა;
** კლიენტების კონსულტაცია ტექნიკური საკითხების შესახებ;
** მომხმარებლის პროგრამული უზრუნველყოფა და კონფიგურაცია ორგანიზაციის პოლიტიკის გათვალისწინებით;
** პერიფერიული მოწყობილობის დაყენება (პრინტერები / სკანერები);
** პერსონალური კომპიუტერისა და ნოუთბუქების ფიზიკური დიაგნოსტიკა;

დამატებითი მოთხოვნები:

** პერსონალური კომპიუტერის ცოდნა; ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Windows XP/7, 8 Win10);
** ინტერნეტისა და ლოკალური ქსელების აგების საფუძვლებისა და პრინციპების ცოდნა; TCP / IP საფუძვლების ცოდნა;
** MS Office - თან მუშაობის გამოცდილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** უპირატესობა ენიჭება Microsoft სერტიფიკატის მფლობელს;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიცია". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
შპს "სოკარ ენერჯი" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
** შპს "სოკარ ენერჯი ჯორჯია" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;
** იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |