სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ქსელური მარკეტების მენეჯერის თანამდებობაზე.
BMS-ის საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების (Frosch, Vileda, Greenfield, Reggia და სხვა მრავალის) დისტრიბუციას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 9:00-დან 18:00-მდე).
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და ორგანიზება;
** გაყიდვების ჯგუფის საქმიანობის კონტროლი და მონიტორინგი;
** ბრენდების მიხედვით პორტფელის კონტროლი, ანალიტიკა.
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმართვა.
** კონკურენტების ანალიზი; (აქციები, ფასები, გაყიდვები).
** წერილობითი და ზეპირი რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერული თვისებები;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და მიზანდასახული;
** შედეგზე ორიენტირებული.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: d.kipshidze@bms.com.ge და შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.