www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ტოტალ შარმი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 30 აპრილი

"ტოტალ შარმ" წარმოადგენს პლასტიკური, ესთეტიკური ქირურგიისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი მაღალი სტანდარტების კლინიკების ქსელს, რომელიც 2005 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ესთეტიური მედიცინის სფეროში.

გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: http://totalcharm.ge/

"ტოტალ შარმ"-ის გუნდი ეძებს ბუღალტერს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნებისმიერი გადარიცხვის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე;
** ბანკის ამონაწერის გატარება ბუღალტრულ პროგრამაში (ყველა ვალუტაში);
** ანგარიშვალდებული პირების კონტროლი;
** საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ყველა სახის ხარჯის დოკუმენტაციის სრულყოფა, დღგ-ს გამიჯვნა და პროგრამული გატარება;
** მივლინების ხარჯის გაანგარიშება და გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** ხელფასების პროგრამული დარიცხვა და უწყისების შექმნა;
** თვის მონაცემთა შესახებ ინფორმაციის მომზადება;
** ფირმის ბალანსზე მყოფი ან ნაქირავები მანქანების საწვავზე განაცხადის გაკეთება და ბარათების შევსება;
** გახარჯული საქონლის პროგრამული ჩამოწერა;
** სალაროს გასავლის დოკუმენტების გატარება.
** ხელშეკრულებების გადახედვა ბუღალტერიის კომპეტენციის ფარგლებში;
** კვების აქტების გაკეთება და ჩამოწერა;
** კონტრაგენტებთან შეხვედრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება, უმჯობესია ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე სპეციალობის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება აუდიტორულ კომპანიებში ნამუშევარ კანდიდატებს.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-დან 18:00-მდე.

ჩვენ გთავაზობთ: კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, ფასდაკლებას კომპანიის მომსახურებებზე და პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge 30 აპრილამდე. ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |