www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 18 აპრილი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (www.gcci.ge) წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატა განსაკუთრებით აქტიურია საერთაშორისო დონეზე, მას გააჩნია ფართო საერთაშორისო კავშირები და წარმოადგენს პალატების საერთაშორისო ქსელის განუყოფელ ნაწილს. პალატას გაფორმებული აქვს ასზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა ქვეყნის, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ პალატებსა და სხვა სახის ბიზნეს გაერთიანებებთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად პალატა წარმოადგენს ადგილობრივი მეწარმეებისთვის საზღვარგარეთ ბიზნეს პარტნიორის მოძიების ყველაზე ეფექტურ მექანიზმს, აყალიბებს ბიზნეს წრეებს შორის საქმიან ურთიერთობებს და ხელს უწყობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტში, პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 საათი
მდებარეობა: თბილისი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის საქართველოში წარმოდგენილ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ერთად ბიზნეს განვითარების ხელშემწყობი პროექტების შემუშავება და განხორციელება;
** ახალი პროექტების/წინადადებების მომზადება;
** პროექტებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირება;
** საზღვარგარეთის პალატებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება. მათ შორის სახელმწიფო და/ან კერძო საინვესტიციო პროექტების, ეკონომიკური ხასიათის ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;
** პროექტის ვადების განსაზღვრა, პროექტის მსვლელობის მონიტორინგი;
** პროექტების დროულად ბიუჯეტის შესაბამისად განხორციელების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
** პროექტის მართვის გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან/პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაო გამოცდილება: 4 წელი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კანონი "სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
** საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდება.

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პრეზენტირების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
** პრობლემების დროულად და ინდივიდუალურად გადაჭრის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება (საკონკურსო თემატიკიდან იქნება კითხვები მათ შორის იქნება კითხვები ინგლისურად).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@gcci.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "პროექტების მენეჯერი".

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 აპრილი.

საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა მხარს უჭერს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღება ხდება აპლიკანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, გენდერის ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |