მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი ქალაქ ქუთაისში.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ორახალაშვილის ქუჩა#14
ანაზღაურება: 600 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
** შესამოწმებელი პროდუქციის გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** ხილ - ბოსტნის ხარისხის შემოწმება და კონტროლი;
** ხარისხის კონტროლის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა სამუშაო პროცესებში.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 აპრილი, 2021 წელი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.