www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვიტარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიას აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: დაბა ჩაქვი
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის მენეჯერის კოორდინირების ქვეშ არსებული სარესტორნო ობიექტების მართვა
** გუნდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და შემდგომ ყოველდღიური მართვის უზრუნველყოფა კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად
** გაყიდვების ზრდასთან და სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების ინიცირება
** ეფექტური კომუნიკაცია კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების პერიოდული დატრენინგება და შეფასება
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
** ნაშთების და გეგმის შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი დიდ რესტორნებში
** საბანკეტო ღონისძიებების მართვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა
** სასურველია პროგრამა FMG-ის კარგად ცოდნა
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** გუნდის მართვა
** ეფექტური კომუნიკაცია
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციის მართვა
** ანალიტიკური აზროვნება
** ორგანიზებულობა
** მოწესრიგებულობა
** პასუხისმგებლიანობა.

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რესტორნის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |