www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო ყვარლის ტბა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" 2005 წელს დაარსდა და დღეისთვის აერთიანებს 6 სხვადასხვა კონცეფციასა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებულ პროექტს, როგორც თბილისში, ასევე კახეთის რეგიონშიც.

ჯგუფის მენეჯმენტში შემავალი სასტუმრო "ყვარლის ტბა" კახეთის შუაგულში მდებარეობს, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და დღეისთვის კომპლექსში შედის სასტუმრო "ყვარლის ტბა", "ყვარლის ბაღები" და რეკრეაციული ზონა - outdoor - სპორტის ელემენტებით. 2019 წლის აპრილიდან სასტუმროს დაემატა ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული კომპლექსიც, რომელიც 120-მდე დამსვენებელს უმასპინძლებს."

სასტუმრო "ყვარლის ტბა" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ბარის გახსნა და დახურვა, აუცილებელი პროდუქტებით მომარაგება;
** ბარის ტერიტორიის მომზადება და დარწმუნება იმაში, რომ საჭირო ინვენტარი და დამატებითი ჭურჭელი მარაგშია;
** ყოველთვიური და მიმდინარე ინვენტარიზაციების წარმოება;
** შეკვეთის მომზადება და სტუმრებისთვის სათანადო მომსახურების გაწევა;
** შეკვეთის სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება;
** დასუფთავების პროცედურების მოთხოვნისამებრ შესრულება;
** მენიუში არსებული პროდუქტების, სასმელების ჩამონათვალის ზედმიწევნით ცოდნა და მათი აღწერა დაინტერესებული კლიენტებისათვის;
** ბარმენის სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარმენის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** ინვენტარიზაციის ჩატარების უნარი;
** სასმელების ასორტიმენტის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად 20 აპრილამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge.
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |