www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / განცხადების ვადა: 29 აპრილი

აგრო კომპანია შპს "ბარაქა", რომელიც ოპერირებს საქართველოში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლემასალების, ბიოპრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ახალ თანამშრომელს "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"-ს პოზიციაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი განათლება, კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, აუცილებელია კორპორატიულ ფერმერებთან მუშაობის გამოცდილება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება მარკეტინგის განხრით.
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით, როგორც საცალო
** ასევე კორპორატიულ გაყიდვებში.
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და
** მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
** მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი, სატელეფონო ლიმიტით
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

"კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"-ს პოზიციაზე დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს 1000-4000 ლარის ფარგლებში (NET) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, ასევე დამატებით საბონუსე სისტემას. გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო ადგილია: ქ.თბილისი, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და ხანმოკლე მივლინებები რეგიონებში ობიექტზე (კომპანიის ხარჯზე).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10-დან 18საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: n_kokosadze@yahoo.com და info@baraka.ge და ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |