www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ-მენეჯერი
მომწოდებელი: ნატურლენდი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

კომპანია "ნატურლენდი" აცხადებს ვაკანსიას ახალი ბავშვთა კვების ბრენდის ბრენდ-მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ბავშვთა კვების ბრენდის განვითარების კონცეფციის და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, განხილვა ხელმძღვანელობასთან, აღსრულება და მონიტორინგი;
** საკუთარი პროდუქციის ხარისხის და ასორტიმენტის სრულფასოვანი ცოდნა და მუდმივი განახლება. ბრენდებთან დაკავშირებული ტრეინინგების ორგანიზება დისტრიბუტორთა, სამედიცინო წარმომადგენელთა და სხვა თანამშრომლების ცოდნის ამაღლების მიზნით;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, აღსრულება და კონტროლი;განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება; წლიური გეგმების შემუშავება და მონიტორინგი;
** პრესასა და მედიასთან ურთიერთობა;
** საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა და დაბეჭდვა, სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლებისა და გაყიდვების მაქსიმიზაციის პროცესში სხვადასხვა სოციალური მედიის აქტივობების დაგეგმვა; Facebook და სხვა სოციალური მედიის გვერდის ადმინისტრირება და მუდმივი განვითარება;
** სამედიცინო პრომოციის მიმართულებით საინფორმაციო მასალების დამუშავება და კოორდინირებული მოქმედება;
** პარტნიორ მომწოდებელთან კომუნიკაცია, მათთან წლიურ გეგმებზე და სარეკლამო ბიუჯეტზე მოლაპარაკება, მათთვის ანგარიშგებების მომზადება;
** შეკვეთების გაკეთება, საწყობში ნაშთის მონიტორინგი პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით;
** ადგილობრივ სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობების დამყარება და აქციების დაგეგმვა;
** სავაჭრო აგენტების მხრიდან მიღებული ინფორმაციის კონტროლი, ანალიზი და აქტივობების დაგეგმვა; ბრენდებთან დაკავშირებული ტრეინინგების ორგანიზება სავაჭრო ქსელების კონსულტანტების გათვითცნობიერების ამაღლების მიზნით;
** ბრენდის რეალიზაციის მუდმივი ანალიზი, დისტრიბუციის არხების მიხედვით რეალიზაციის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
** ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების ფლობა და მის ცვლილებებზე ოპერატიული რეაგირება; კონკურენტების მარკეტინგული აქტივობების, ბრენდების პოზიციონირების, კონკურენტების ასორტიმენტის და ფასების კონტროლი და ანალიზი, ანალიზის შედეგად ღონისძიებების გატარება;
** სათანადო ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება კომპანიის შიდა და გარე დანიშნულებისათვის.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილების არსებობა ბრენდის მართვის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft Excelდა სხვა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის განხრით;
** ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება ვინც ინგლისურ ენასთან ერთად ფრანგულ ენასაც ფლობს;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონCV ინგლისურ ენაზე თანდართული ფოტოსურათით მისამართზე: vacancy.naturland@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |