"ტრი მედია ინტელიჯენსი" (ტი-ემ-აი) წარმოადგენს საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის მზომ კომპანიას. "ტი-ემ-აი"-ს მიზანია საქართველოს მედია სივრცისთვის, თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენებით, ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდება, რაც ხელს უწყობს სატელევიზიო სფეროს გაუმჯობესებას.
კომპანია აცხადებს ვაკანსია სატელევიზიო მონიტორინგის ჯგუფის წევრის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
სატელევიზიო სივრცის მონიტორინგი.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ბაკალავრის დიპლომი (დასაშვებია სტუდენტიც)
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილებას)
დამატებითი მოთხოვნები:
** მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური მენეჯმენტი
** დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს მოქნილ გრაფიკს, სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და განვითარებულ ინფრასტრუქტურას.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმესაფეხურიან კონკურსს.
აქცენტი კეთდება გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლებზე.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@tmi.ge და საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV. გადმოგზავნილი ფაილს დასახელებაში მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი.